ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად, ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
„სომხეთი საქართველოსთვის არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ამასთან, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.