ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ევროპას, აზიასა და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ჩვენს ხალხს კი კეთილდღეობას მოუტანს
საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიასა და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პროცესში წამყვან როლს Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს.
„საქართველოს მრავალფუნქციურ/მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს. ამ პროცესში წამყვან როლს, Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს და ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.