ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ევროპას, აზიასა და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ჩვენს ხალხს კი კეთილდღეობას მოუტანს

16:49, 16.12.2021

საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიასა და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პროცესში წამყვან როლს Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს.

„საქართველოს მრავალფუნქციურ/მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს. ამ პროცესში წამყვან როლს, Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს და ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი