ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.