ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური პანდემიის პერიოდში ამ შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი ზრდის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო ხედვა აქვს.
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო. გლობალური პანდემიის პერიოდში ამ შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი ზრდის შესახებ საერთო ხედვა გვაქვს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.