საქართველო-აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.

ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე – ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის.