ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება
26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება.
მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, პეკინში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.