ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედრო უნიფორმა სრულად განახლდება
ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედრო უნიფორმა სრულად განახლდება

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმებისა და ფეხსაცმლის ხარისხი გაუმჯობესდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს უწყების მუშაობის 100 დღიანი ანგარიში წარადგინა.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საკითხი წლების განმავლობაში იყო გამოწვევა და პრობლემა, ასევე თავად ჯარისკაცების წუხილის საგანი, რადგან ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი არ იყო სათანადო.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება 2020 წელს. ჩვენ დავგეგმეთ სამხედრო უნიფორმის სრული განახლება, ასევე გეტყვით, რომ თითოეული ჯარისკაცი იქნება უზრუნველყოფილი განახლებული სახის და მაღალი ხარისხის თანამედროვე უნიფორმით. გეტყვით ასევე იმასაც, რომ დავგეგმეთ მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყნის ჯარს ამარაგებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას.