ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს დოვლათის შექმნაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის განვითარების კარგი ხედვა აქვს.
ღარიბაშვილის თქმით, დავითაშვილს მისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
„ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება. ადრე, ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში ვახსენე, რომ ქვეყანაში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პირდაპირ ჩვენს მოქალაქეებს დოვლათის შექმნაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.