ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, დღეს ხალხს სჭირდება მშვიდობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, დღეს ხალხს სჭირდება მშვიდობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები დიდ გაუგებრობაში არიან.

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შეკრებილი პოლიტიკური ძალებიდან არავის შეუძლია, უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ხალხმა გააზრებულად აირჩია.

„მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, თურმე ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს, ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიოინ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ერთი წლის თავზე ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა, რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ლუზერისთვის. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არის არცერთი პოლიტიკური ძალა, ვინც უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, მეორე მხარის, რომელიც შეიკრიბა ამ ქალბატონის გარშემო, მეორე მხარის არჩევის შემთხვევაში, ჰიპოთეტურად ვამბობ, ქვეყანაში გარდაუვალი  იქნება არეულობა, ქაოსი და ომი. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დღეს ხალხს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ უამრავი გამოწვევა გვაქვს.  ჯერ კიდევ დაუძლეველია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ეს პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა ამ პრობლემებზე ფოკუსირება და მეტი კონცენტრირებული მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.