ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის განვითარება და მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც დედაქალაქში, რომლის კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ქვეყნის შემდგომი განვითარების.
„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე ცოტა ხნის წინ დაასახელა. კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.