ირაკლი ღარიბაშვილი - ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ  ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენ საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას. საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა“, – წერს პრემიერი.