ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას“, – აცხადებს პრემიერი.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.