ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი
მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება არჩევნებზე.
„ჯერ კიდევ აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი ეუთო/ოდირს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნათ საქართველოში ამ არჩევნებისთვის. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ჩართულნი არიან „ენდიაი-სა“ და „აირაი-ს“ წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.