ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი

11:59, 30.09.2021

მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება არჩევნებზე.

„ჯერ კიდევ აპრილის თვეში საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი ეუთო/ოდირს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნათ საქართველოში ამ არჩევნებისთვის. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ჩართულნი არიან „ენდიაი-სა“ და „აირაი-ს“ წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ევროპარლამენტარები. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი