ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან საუბრის შესახებ წერს.

„მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. მადლობელი ვარ, საქართველოს დიდ პარტნიორ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ გაღრმავებული მეგობრობა, ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის უნარის ზრდა“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის „ტვიტერის“ გვერდზე.