ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან საუბრის შესახებ წერს.
„მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. მადლობელი ვარ, საქართველოს დიდ პარტნიორ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ გაღრმავებული მეგობრობა, ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის უნარის ზრდა“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის „ტვიტერის“ გვერდზე.
Had productive talks with Vice President, PM of 🇦🇪 & Ruler of Dubai @HHShkMohd at @WorldGovSummit. Grateful for hosting in 🇦🇪, a great partner of 🇬🇪. Discussed deepening friendship & boosting economic ties and connectivity. #WorldGovSummit pic.twitter.com/L7JuU21q7d
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 13, 2023