ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერზე“ წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.