ირაკლი ღარიბაშვილი – მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერზე“ წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.
„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.
Honored to attend the reception hosted by @POTUS & @FLOTUS 🇺🇸 at #UNGA78. 🇬🇪-🇺🇸 strategic partnership is strong and benefits both nations. pic.twitter.com/MgYvBa5598
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 22, 2023