ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძურ პროვოკაციას უწოდებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო“, – განაცხადა პრემიერმა.