ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძურ პროვოკაციას უწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძურ პროვოკაციას უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო“, – განაცხადა პრემიერმა.