ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, კითხვა დავუსვა პრეზიდენტს, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით?
მინდა, კითხვა დავუსვა პრეზიდენტს, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვარამია, იყო ის, რომ ამით უნდა შემცირებულიყო პოლარიზაცია.
„მე კითხვა მინდა, დავუსვა, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? შეხედეთ მის გამონათქვამებს, მის ჩართულობას, მის დესტრუქციულობას, პირიქით, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, უფრო გააღრმავებს, გააღვივებს პოლარიზაციას. ზიზღის რიტორიკა დაბრუნდება მათი მხრიდან და ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მათგან მომდინარეობს. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და მთლიანად დაშლილი.
„ადრეც ვამბობდით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა წარმოდგენილი მათი კოორდინაციის, უკრაინის ხელისუფლების. სამწუხაროდ, ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსპტრემისტული ოპოზიციის კოორდინაცია იკვეთებოდა და პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი, ხელისგულზეა წარმოდგენილი.