ირაკლი ღარიბაშვილი - მერგო პატივი, შევხვედროდი კატარის სახელმწიფოს ემირს, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალის ათვისებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„მერგო პატივი, შევხვედროდი კატარის სახელმწიფოს ემირს, მის უდიდებულესობა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის. გამოვთქვი მზაობა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე ყველა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალის ათვისებას“, – განაცხადა პრემიერმა.