ირაკლი ღარიბაშვილი - მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით
ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და დააკავა 120 ადამიანი.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 22 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.