ირაკლი ღარიბაშვილი – მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით

11:27, 17.07.2021

ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და დააკავა 120 ადამიანი.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 22 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი