ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვედრაზე - დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.
„აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხარდაჭერას,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.