ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვედრაზე – დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.
„აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხარდაჭერას,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
Discussed a wide range of topics US Amb Kelly C. Degnan including the 🇺🇸🇬🇪 bilateral cooperation agenda, ongoing political processes, COVID-19 pandemic & the difficult situation in the occupied territories. We highly appreciate the support of 🇺🇸 our top strategic partner. pic.twitter.com/pR3KjZEQv1
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 9, 2021