პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.
„პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე“, – აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.