ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. მან სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა. გიორგი ანწუხელიძე იყო ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება. პატივს მივაგებ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.