შალვა პაპუაშვილი - გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა
შალვა პაპუაშვილი - გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, გიორგი ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი.

„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.