ირაკლი ღარიბაშვილი - გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ, ეს მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გადავდგით, ამიტომ შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი
ირაკლი ღარიბაშვილი - გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ, ეს მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გადავდგით, ამიტომ შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი

კარგად გვახსოვს, მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, ძალიან გაბედულ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით და გავაკეთეთ. ამიტომ შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილი გამოეხმაურა ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

„ეს არის რეალობა. რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად. გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ 2012 წელს – მახინჯი სისტემა, სისტემა, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ეს იყო სისტემური დანაშაული. კარგად გვახსოვს, რომ ეს მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, ძალიან გაბედულ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით და გავაკეთეთ. ამიტომ შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს – „დემოკრატიის ანგარიში 2023“.

კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.