ირაკლი ღარიბაშვილი - ესტონეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ გრძელვადიანი პარტნიორობა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.
„ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში“, – აღნიშნავს პრემიერი.