ირაკლი ღარიბაშვილი – ესტონეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ გრძელვადიანი პარტნიორობა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.
„ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში“, – აღნიშნავს პრემიერი.
Pleased to meet w/@AlarKaris, president of 🇪🇪, in NY. Discussed 🇬🇪-🇪🇪 traditional friendship and long-standing partnership & prospects for further fostering our multi-dimensional cooperation, 🇬🇪 ‘s candidacy status and our ongoing efforts in the 🇪🇺 integration process. pic.twitter.com/pE5fTHmvfL
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 21, 2023