ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი ონიდან შოვში გაემგზავრნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ონიდან შოვისკენ მიემართებიან.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ონიდან უწყება, ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართეს. მათ შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ისინი შოვში სასაზღვრო ვერტმფრენით გაფრინდებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან.