ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი, ყველას, სურვილია, ომი მალე დასრულდეს, მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია
ჩვენი, ყველას, სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ საქართველოში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია და ქვეყანა გაერთიანდეს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი, ყველას, სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.