ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა
ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.
„ველოდებით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა! ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაერო-ს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.