ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ხალხის დაცვა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ხალხის დაცვა

ჩვენ თუ განვსჯით საქართველოს მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ, ორჯერ, სამჯერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიული მდებარეობის, მიმდინარე ოკუპაციის გამო.

„კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა, გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს, გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები, შეიძლება, სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე, 2008 წელს – რუსეთთან. პატარა ერი, 4-მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან.

ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა“, –  განაცხადა ღარიბაშვილმა.