ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ

ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა – 14,6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, რაც მისი შეფასებით, დამაიმედებელია.

„ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.