ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ

13:34, 08.04.2022

ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა – 14,6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, რაც მისი შეფასებით, დამაიმედებელია.

„ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი