ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საქართველოს აქტიური ჩართულობა განიხილეს.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. მისი ვიზიტი ადასტურებს, რომ NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს უჭერს. შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსთან თანამშრომლობის კონტექსტში მიღწეული წინსვლა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩვენი აქტიური ჩართულობა“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.