ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის ისტორიული ვიზიტია ჩინეთში, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება
ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ გადაწყვეტილება გამოვაცხადეთ. ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება“, – აღნიშნავს პრემიერი.