ირაკლი ღარიბაშვილი - ბუბა ხოტივარი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში.
თანავუგრძნობ ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.