საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ჰავენსს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.