ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ჩართულობის საკითხი განვიხილეთ
ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შევხვდი ჯოზეფ ბორელის ეგიდით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით მყოფ ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. განვიხილეთ ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხაზი გავუსვით ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ პუნქტებს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.