ირაკლი ღარიბაშვილი – ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ჩართულობის საკითხი განვიხილეთ
ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შევხვდი ჯოზეფ ბორელის ეგიდით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით მყოფ ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. განვიხილეთ ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხაზი გავუსვით ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ პუნქტებს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Welcomed the Ministers of Foreign Affairs of 🇦🇹,🇱🇹&🇷🇴 visiting 🇬🇪 & the South Caucasus on behalf of @JosepBorrellF. We discussed the need for 🇪🇺’s active engagement to ensure peace & security in EaP region & the importance of keeping the 🇷🇺-🇬🇪 conflict at the top of #EU‘s agenda. pic.twitter.com/3GmD3fLv5i
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 26, 2021