საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ფოთის პორტის პოტენციალსა და გაზრდილ ინტერესზე შუა დერეფნის მიმართულებით.
ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ, მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, ფოთის პორტში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელებისა და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მზაობა გამოთქვეს.
საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ფოთის პორტის შესაძლო გაფართოებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ APM Terminals-ის მხრიდან ევროპისა და აზიის რეგიონული დირექტორი იგორ ვან დერ ესენი და APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი ჟულიენ ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.