ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს შეხვდა.
როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, აგრეთვე ისაუბრეს გუშინდელ შუალედურ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდი.
შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები, რაც ზუგდიდში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას. ინტენსიურად გავაგრძელებთ პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრებს, დავგეგმეთ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები.
შევეხეთ გუშინდელ შუალედურ არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს გეგმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საკითხებზე“, – დაწერა ირაკლი ჩიქოვანმა.