ირაკლი ჩიქოვანი - შანხაი არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესწრეებთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრები გრძელდება შანხაიში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი.
„ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი, რომ აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოგისტიკის განვითარებას და საერთაშორისო ვაჭრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესწრეებთან. ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესჰაბში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.