ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, ხოლო მორიგ ჯერზე პოლიტიკური იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, ხოლო მორიგ ჯერზე პოლიტიკური იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.
„ყველა ობიექტური დამკვირვებელი, ნატო-ს გენერალური მდივანი თუ ნებისმიერი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი გეტყვით, რომ საქართველო საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. საქართველოს შესრულებული ექნება ყველა რეკომენდაცია, ხოლო მორიგ ჯერზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.