ირაკლი ჩიქოვანი – საქართველო შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, ხოლო მორიგ ჯერზე პოლიტიკური იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს

20:48, 25.04.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, ხოლო მორიგ ჯერზე პოლიტიკური იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ყველა ობიექტური დამკვირვებელი, ნატო-ს გენერალური მდივანი თუ ნებისმიერი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი გეტყვით, რომ საქართველო საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. საქართველოს შესრულებული ექნება ყველა რეკომენდაცია, ხოლო მორიგ ჯერზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი